

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია
NC 100 მძიმე რეჟიმზე მომუშავე ორთქლის სტერილიზატორი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით ტექსტილის, შეფუთული თუ დაუფუთავი მასალებისა და მინის სტერილიზაციისთვის. მისი ავტომატური ფუნქციონალი, ტექნიკური მომსახურებას არ საჭიროებული ვაკუუმის ტუმბო და მეხსიერებაში ჩაშენებული 5 წინასწარ დაპროგრამებული ან 10 მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პროგრამა ოპერატორს მნიშვნელოვნად უმარტივებს მუშაობას. პროდუქტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სტერილიზაციამდე ვაკუუმის კონტროლით, რომელიც გამორიცხავს ბუშტუკების არსებობას, ხოლო სტერილიზაციის შემდეგ ფრაქციული ვაკუუმის კონტროლი ხელს უწყობს ნიმუშის ეფექტურ გაშრობას.
კამერის მოცულობა: 104 ლიტრი
სტერილიზაციის ტემპერატურის დიაპაზონი: 105°C-დან 136°C-მდე
მძლავრი და საიმედო N-Smart™ მიკროპროცესორული საკონტროლო სისტემა
5 წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმი: უნივერსალური, მყარი რეზინის მასალა, პრიონი, სწრაფი არაშეფუთული მასალა, მგრძნობიარე მასალა
HEPA ფილტრი ჰაერის შესასვლელ ხაზზე
10 თავისუფალი პროგრამა და ორი სპეციალური რეჟიმი სითხის სტერილიზაციისა და გაშრობისთვის
ვაკუუმის გამჭოლიობის ტესტი და Bowie & Dick ტესტის პროგრამები
სურვილისამებრ – პანელის ტიპის პრინტერი სტერილიზაციის ციკლის დასაბეჭდად
გადაჭარბებული წნევისგან დაცვის უსაფრთხოების სარქველი
მოცულობითი მონაცემთა შენახვა: შიდა მეხსიერება ინახავს ბოლო 500 ციკლის დეტალურ ჩანაწერს და 29,500 ციკლის შეჯამებულ მონაცემებს
გამეორებადი შეხსენება ჩამკეტის (გასკეტის) და ფილტრის შეცვლისთვის
დისტანციური ხარვეზის დიაგნოსტიკა NüveCloser™ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით

დაარსებული 1968 წელს, NÜVE დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ლაბორატორიული და სტერილიზაციის აპარატურის მწარმოებელია მსოფლიოში, მუდმივად გაფართოებადი პროდუქციის ასორტიმენტით. NÜVE-ის მოწყობილობები შექმნილია კლინიკური ლაბორატორიებისთვის, სამედიცინო კვლევებისთვის, ბიოტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიის, სურსათისა და სასმელების, ქიმიური, საავტომობილო, ავიასივრცითი, კერამიკული, წყლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიებისთვის.

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია
ფასის მოთხოვნისთვის გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია