pageImage

კატალოგი

  • phone032 248 28 28
  • emailinfo@interlab.ge
  • locationმირიან მეფის ქუჩა # 11ა.
RADWAG - AS 60/220.5Y Analytical Balance ელექტრო ანალიზური სასწორი 0
zoom
close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

RADWAG - AS 60/220.5Y Analytical Balance ელექტრო ანალიზური სასწორი

AS 5Y სერიის ანალიტიკური სასწორების მთავარი მახასიათებლებია ძალიან კარგი განმეორებადობა, მაღალი გარჩევადობა და მაღალი სიზუსტე. ეს საზომი მოწყობილობები განკუთვნილია მცირე მასების (მაქსიმუმ 3100 გ-მდე) აწონვისთვის და, როგორც ლაბორატორიული ტიპის სასწორი, ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ, ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, სამედიცინო და სხვა ტიპის ლაბორატორიებში.

მხოლოდ შეკვეთით

  • აწონვის მაქსიმალური ზღვარი – 60/220 გ

  • აწონვის მინიმალური ზღვარი – 1 მგ

  • გარჩევადობა (d) – 0.01/0.1 მგ

  • ვერიფიცირებული გარჩევადობის ერთეული (e) – 1 მგ

  • ტარის მაქსიმალური ზღვარი – აწონვის მაქსიმალური ზღვარის შესაბამისად

  • სტანდარტული განმეორებადობა – 0.06 მგ

  • დასაშვები განმეორებადობა – 0.1 მგ

  • ხაზობრიობა – ±0.05/0.2 მგ

  • დასტაბილურების დრო – 2 წმ

  • ასაწონი კამერა – დახურული ტიპის, გამჭვირვალე

  • ინტეგრირებული ავტომატური შესწორების ფუნქცია

  • ციფრული თარაზო, რომელიც სასწორის გადახრის შემთხვევაში იძლევა განგაშის სიგნალს

  • სამუშაო თეფში – წრიული, დიამეტრი 90 მმ

  • სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი – +10°C-დან +40°C-მდე

  • სამუშაო რელატიური ტენიანობის დიაპაზონი – 40–80%

  • ეკრანი – სენსორული, ფერადი

  • ეკრანის ზომა – 10"

  • სასწორის ფუნქციები:

    • აუტოტესტი

    • დოზირება

    • პროცენტული აწონვა

    • საცალო აწონვის გამოთვლა

    • სტატისტიკური ინფორმაციის შენახვა

    • "GLP" პროცედურების შემოწმება

    • მოძრავი ობიექტების აწონვა

    • პიპეტების კალიბრაცია

    • ჰაერის სიმკვრივის მიხედვით კორექცია

    • სიმკვრივის გამოანგარიშება

    • დიფერენციალური აწონვა

    • გარემო პირობების მონიტორინგი

    • სტატისტიკური ხარისხის კონტროლი

    • გაზომვების შედეგების შენახვა

  • დაცვა სითხისა და მყარი ნაწილაკებისგან – IP43

  • სამუშაო კაბინის ზომა – 190 × 190 × 227 მმ

  • კომუნიკაცია – USB-A, USB-C, Ethernet და Wi-Fi მონაცემებისა და გამოსახულების ექსპორტ-იმპორტისთვის

RADWAG Balances & Scales დაარსდა 1984 წელს, პოლონეთის რადომში, როგორც მცირე ხელოსნური ბიზნესი, ხოლო დღეს ის პოლონეთის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული სასწორების მწარმოებელია. კომპანია აწარმოებს თვეში 4,000-ზე მეტ სასწორს, ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს და აკრედიტებულ საზომ ლაბორატორიას ISO/IEC 17025:2005 სტანდარტის შესაბამისად. მისი პროდუქცია მოიცავს ლაბორატორიულ, სამრეწველო, სამედიცინო და სპეციალიზებულ სასწორებსა და სისტემებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და მრეწველობაში მსოფლიოს მასშტაბით.

close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

close

ფასის მოთხოვნა

ფასის მოთხოვნისთვის გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

მსგავსი პროდუქტები