pageImage

კატალოგი

  • phone032 248 28 28
  • emailinfo@interlab.ge
  • locationმირიან მეფის ქუჩა # 11ა.
Euromex - iScope fluorescence მიკროსკოპი 0
zoom
close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

Euromex - iScope fluorescence მიკროსკოპი

ბიოლოგიურ და სამედიცინო გამოყენებებში ფლუორესცენციული მიკროსკოპები გამოიყენება ცოცხალი უჯრედებისა და ქსოვილების გარკვეული ნაწილების დასაკვირვებლად ფლუოროფორების დახმარებით. ნიმუშის დასაკვირვებელ ნაწილებში ემატება ერთი ან რამდენიმე ფლუოროფორი. როდესაც ფლუოროფორები ე.წ. აღგზნების (excitation) შუქს ექვემდებარებიან, აღგზნების ენერგიას შთანთქავს ფლუოროფორი და იწყებს ე.წ. გამოსხივების (emission) შუქის გამოყოფას, რომელსაც მიკროსკოპით დაკვირვება შესაძლებელია. ამ მეთოდით შესაძლებელია სიმსივნური უჯრედების სხვებისგან გამორჩევა, ბიოლოგიური პროცესების მონიტორინგი ან ანტისხეულების არსებობის დადასტურება/უარყოფა და სხვა. გამორჩეული ოპტიკა და მექანიკური კომპონენტები iScope-ს აქცევს თანამედროვე სტანდარტების მიკროსკოპად, რომელიც შესაფერისია ფლუორესცენციული გამოყენებისთვის სამეცნიერო და ბიოტექნიკური სფეროებში.

მხოლოდ შეკვეთით

  • HWF 10x/22 მმ ოკულარები

  • ბინოკულარული და ტრინოკულარული მოდელები

  • არჩევითი ერგონომიული დახრილი თავი

  • მბრუნავი ხუთბუდიანი ობიექტივის დამჭერი

  • E-plan, plan და plan Fluarex IOS კორექტირებული ობიექტივები

  • 187/230 × 140 მმ X-Y ინტეგრირებული მოძრავი სისტემით, ბილიკის გარეშე სტაგი

  • დიასკოპიური, ინტენსივობის რეგულირებადი 3 W NeoLED Köhler განათება

  • ეპი-ფლუორესცენციული 100 W HBo ვერცხლისწყლის ორთქლის ნათურა

  • ლურჯი და მწვანე LED ფლუორესცენცია

  • iCare სენსორი ენერგიის დაზოგვისთვის

  • თანამედროვე სტანდარტების მიკროსკოპი

  • მაღალი ხარისხის ოპტიკა

  • შესაფერისი ფლუორესცენციული გამოყენებისთვის

  • CSS – საკაბელო შესანახი სისტემა

  • აღჭურვილია APL (ანტიმიკრობული დამცავი ფენა)

Euromex Microscopen BV არის მიკროსკოპებისა და სხვა ოპტიკური მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელი, დაარსებული 1966 წელს. კომპანიის ოფისი მდებარეობს დუვენში, ნიდერლანდებში და მოიცავს 2,000 მ² ლოჯისტიკურ საწყობს, ოპტომექანიკურ საამქროს, R&D და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტებს. Euromex-ის მიკროსკოპები იყიდება 120-ზე მეტ ქვეყანაში და ფართოდ გამოიყენება სკოლებში, კვლევით ლაბორატორიებში, კლინიკებში და მრეწველობაში.

close
info

გადმოწერე ფაილი

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

close

ფასის მოთხოვნა

ფასის მოთხოვნისთვის გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია

მსგავსი პროდუქტები