

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია
პარაფინი ჰისტოლოგიური ნიმუშების დამუშავებისა და ჩამოსხმისთვის (ფიქსაციისთვის). Bio-Optica-ს პარაფინი შედგება მყარი ნახშირწყალბადების ნარევისგან. იგი იწარმოება სპეციალური გაწმენდის პროცესით, რაც უზრუნველყოფს მინარევების მოცილებას. წარმოდგენილია თეთრი წვეთების (გრანულების) სახით, რაც აადვილებს მის დოზირებასა და დნობას. განკუთვნილია სპეციალურად ანატომიური პათოლოგიის ლაბორატორიებისთვის.
შემადგენლობა: სუფთა პარაფინებისა და დანამატი პოლიმერების ნარევი
ზეთის შემცველობა (ASTM D721): < 0.5%
ლღობის ტემპერატურა: 56 – 58 °C
ფორმა: გრანულები
ფერი: თეთრი
გამოყენება: სტანდარტული/ყოველდღიური მაღალი ხარისხის
ნემსის შეღწევადობა (25°C) (ASTM D1321): 21 +/- 3 dmm
სუფთა ფორმა / სიწმინდე: სამმაგი ფილტრაცია წარმოების პროცესში
ფიზიკური მდგომარეობა: მყარი

Bio-Optica, დაარსებული 1977 წელს, წარმოადგენს მყარ და აღიარებულ კომპანიას ანატომიურ პათოლოგიაში, რომელიც თავის უნიკალურ და სრულყოფილ პორტფელს აერთიანებს ინსტრუმენტებით, რეაგენტებითა და სახარჯი მასალებით. უკვე 40 წელზე მეტია, რაც Bio-Optica-ს მიზანია მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებისა და პროდუქციის მიწოდება საავადმყოფოებისა და ლაბორატორიებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 50-ზე მეტი თანამშრომლით, 16 ადგილობრივი აგენტით და 70-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული დისტრიბუციური ქსელით, Bio-Optica დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრენდად ანატომიური პათოლოგიის სფეროში.

გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია
ფასის მოთხოვნისთვის გთხოვთ შეიყვანოთ მოცემული ინფორმაცია