პროექტები

ჩვენი გამოცდილება აისახება წარმატებულ პროექტებში და სანდო შედეგებში

  • phone032 248 28 28
  • emailinfo@interlab.ge
  • locationმირიან მეფის ქუჩა # 11ა.

ჩვენი პროექტები

„Bilserlab“-ის ბიოუსაფრთხოების კაბინეტი - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყანაში ლაბორატორიული სტანდარტების ამაღლება და უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე აპარატურის მიწოდებაა. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დაგვირგვინდა — სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ბიოუსაფრთხოების მეორე დონის 3 ერთეული კაბინა (BSC Class II) მივაწოდეთ.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა თურქული ბრენდის, Bilserlab-ის მოდელი ELIT BSC 90. აღნიშნული კაბინები შექმნილია უსაფრთხოების უმკაცრესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოფს სამმაგ დაცვას:

  • ოპერატორის დაცვა: პერსონალის იზოლირება საშიში აეროზოლებისა და მიკროორგანიზმებისგან.

  • პროდუქტის დაცვა: სამუშაო სივრცეში სუფთა, ლამინარული ჰაერის ნაკადის მიწოდება დაბინძურების (კონტამინაციის) თავიდან ასაცილებლად.

  • გარემოს დაცვა: მაღალეფექტური HEPA ფილტრების სისტემა, რომელიც სრულად ფილტრავს გამავალ ჰაერს.

კიდევ სხვა

„Bilserlab“-ის ბიოუსაფრთხოების კაბინეტი - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია