ჩვენი გამოცდილება აისახება წარმატებულ პროექტებში და სანდო შედეგებში

ინტერლაბის ორგანიზებით, თბილისში Vector-Best-ის სემინარი ჩატარდა თემაზე: „თანამედროვე გადაწყვეტები ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში“. ღონისძიებაზე ექსპერტებმა განიხილეს ქალთა ჯანმრთელობის მონიტორინგის ტენდენციები, HPV დიაგნოსტიკა და PCR მეთოდების განვითარება რეგიონში. სემინარის ფარგლებში ასევე შედგა ვიზიტები წამყვან ლაბორატორიებში, სადაც ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ სიახლეებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე.